logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:44



ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთების საკითხს გამოეხმაურა.

 

„რა თქმა უნდა, ამას მიესალმება მთელი მთავრობა. ეს არის მთავრობის ხედვის ნაწილი და თავსებადი ოთხპუნქტიან რეფორმასთან. მისი მიზანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და ზოგადად ჩვენი სისტემა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი, რათა ოპტიმალური რესურსით შეძლოს იმ პრიორიტეტების განხორციელება, რომელიც დასახული გვაქვს და რომელიც არის მხარდაჭერილი ჩვენი მოქალაქეების მიერ. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის. ჩვენ შევთანხმდით ძალიან ამბიციურ დღის წესრიგზე ევროკავშირთან 2017-2020 წლებისთვის. ეს პროცესი წარმართა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამ ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას სჭირდება ასევე ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რასაც უზრუნველყოფს როგორც ვიცე-პრემიერის პოზიცია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი რესურსებით. გამოცდილება არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროში როგორც მოლაპარაკებების, ასევე შიდა უწყებრივი კოორდინაციის. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ჩვენ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ყველა თანამშრომელთან და აუცილებლად ძალიან ღია და ტრანსპარენტული პროცესით განვახორციელებთ შერწყმის პროცესს. ყველა პროფესიონალს აუცილებლად ექნება მომავალი ამ მიმართულებით და თანამშრომლობა გაგრძელდება. არა პრიორიტეტების, არამედ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით შევძლებთ მეტ ოპტიმიზაციას და უფრო ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით ჩვენი პრიორიტეტების მიღწევას. რა თქმა უნდა, ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება ოპტიმიზაციისთვის და ბიუროკრატიის შესამცირებლად, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი", - განაცხადა ჯანელიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner