logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე: ერთ გუნდად შრომა მოგვიწევს, რომ ვიყოთ წარმატებულები
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:46



თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ იმ შვიდივე მიმართულებაზე იმუშავებენ, რაც „ქართული ოცნების" გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერდა.


„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საკრებულოს თავმჯდომარე. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გვყავს თბილისის ძალიან წარმატებული მერი, რომელსაც ასევე აქვს ამბიციური გეგმები. ვფიქრობ, ჩვენ ერთ გუნდად ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს, რომ წარმატებულები ვიყოთ, რომ ყველა პროგრამით გათვალისწინებული თითოეული მიმართულება იყოს შესრულებული. თქვენ იცით, რომ შვიდი ძირითადი მიმართულება დასახელდა წინასაარჩევნოდ და ვიმუშავებთ, რომ ყველა ეს მიმართულება შესრულდეს", - განაცხადა გიორგი ტყემლაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner