logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:58



თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.


„მე დღეს ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას ძალიან მნიშვნელოვან  სამსახურში გადასვლის გამო, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისათვის, მისი ფუნდამენტური ღირებულებების დაცვისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალარჩეული საკრებულოს წევრებს წარმატება უსურვა.


„მთელი ამ წლების განმავლობაში მე საკრებულოს თავმჯდომარეობის ძალიან საპატიო მისიას ვასრულებდი. მინდა, მადლობა ვუთხრა  ჩემს ყოფილ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, მინდა, წარმატება ვუსურვო თბილისის ახლადარჩეულ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც დღეს ავირჩევთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner