logo_geo
eng_logo
საქართველოს ელჩი არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალბატონს შეხვდა
- +

14 ნოემბერი. 2017. 13:39


 

საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავამ გამართა შეხვედრა სამეფოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენ ქალბატონთან, „Olayan Financing Co."-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლუბნა ოლაიანთან (Lubna Olayan). ქალბატონი ლუბნა, „Forbes"-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადია სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ნომერი პირველი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი. ასევე „Forbes"-ის მიხედვით ოლაიანების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარია სამეფოში, რომლის მფლობელობაშია უმსხვილესი „Olayan Group". ოჯახის კაპიტალი 8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.


შეხვედრაზე ლუბნა ოლაიანს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარდი დინამიკა. საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს. შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ლუბნამ გამოთქვა სურვილი, მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner