logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად
- +

14 ნოემბერი. 2017. 13:53



„არ შეიძლება, გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს - ის უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განუცხადა.


„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაგვაჩნია. ჩვენ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ველოდებით. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები იქნება გარემოს მიმართულებით. ზოგადად, ოპტიმიზაციას მივესალმებით. კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რჩება. გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში ცვლილებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც ეხება. გარემოს დაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროში გადადის.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner