logo_geo
eng_logo
გიორგი ტყემალაძე: მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ყველა პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს
- +

14 ნოემბერი. 2017. 14:24



თბილისის ახალარჩეული  საკრებულოს პირველ  სხდომაზე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.


ახალარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქმეზე ორიენტირებული საკრებულო მრავალი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

 

„მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ყველა პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე.  თუ ვიქნებით კონსტრუქციულად განწყობილები და საქმეზე ორიენტირებული, ჩვენ თბილისელებისთვის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას ნამდვილად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და მიესალმა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან გამოთქმულ პათოსს კონსტრუქციული თანამშრომლობის შესახებ.


საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო კახი კალაძეს  თბილისის მერად არჩევა მიულოცა. 


„მინდა, მივულოცო კახი კალაძეს თბილისის მერად არჩევა. მისი წარმატების შესახებ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, თბილისის მერის პოზიციაზე, კიდევ უფრო წარმატებული იქნება.  ჩვენი ერთობლივი მუშაობით კი ნამდვილად ვიცხოვრებთ სიცოცხლით სავსე ქალაქში", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner