logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა
- +

14 ნოემბერი. 2017. 16:06



„ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აკაკი ზოიძე ოპტიმიზაციის პროცესს მიესალმება.


„ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და არაერთხელ გაცხადებული პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა. ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, შესაძლებელი, ალბათ, იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება", - განაცხადა ზოიძემ.


კითხვაზე, მისი აზრით, რამდენი სამინისტრო უნდა ფუნქციონირებდეს, ზოიძის განცხადებით, მისი პირადი აზრით, რომელიც გუნდთან არ არის შეთანხმებული, 12 სამინისტრო საკმარისი იქნებოდა.


ზოიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნებოდა, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება.

 

„მე, მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დავტოვებდი, რადგან ეს ქვეყნისთვის, გლობალურად არის დიდი პრიორიტეტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მთავრობა გვთავაზობს ამ ვარიანტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა, გვექნება საჯარო მსჯელობა", - განაცხადა ზოიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner