logo_geo
eng_logo
„მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა არ გამოიწვიოს ოჯახების აწიოკება და გაუბედურება“
- +

14 ნოემბერი. 2017. 16:08


 

„მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა არ გამოიწვიოს ოჯახების აწიოკება და გაუბედურება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ერთ სიბრტყეზე უნდა იყოს და არ უნდა გაფერმკრთალდეს რომელიმე დარგი - არც გარემო, არც სოფლის მეურნეობა, არც სპორტი და არც კულტურა. ეს არის უმთავრესი. როდესაც შემოვა კანონპროექტის სახით, ამას უნდა მივადევნოთ თვალი, რომ რაღაც რაღაცის ხარჯზე არ დაიჩაგროს. იდეა თავისთავად მისასალმებელია, რაც უფრო კომპაქტური და მოქნილი იქნება, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება შედეგი", - განაცხადა ქანთარიამ.


კითხვაზე, რა ბედი ეწევა სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებს, ქანთარიამ განმარტა, რომ ძალიან ზუსტად უნდა გადაიხედოს, თუ რას იძლევა თითოეული.

 

„არის ტრადიციულად დარჩენილი სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, რომლებიც უკვე წლებია მოჰყვება და მოჰყვება. რას აკეთებენ კონკრეტულად, რა არის მათი შენაძენი, რა შემოაქვთ მათ, რა ღირებულებას წარმოადგენენ - ამას თავიდან ბოლომდე უნდა გავლა და სამინისტროებიც ამას მიაქცევენ ყურადღებას. როდესაც ეს იქნება პროექტის სახით, ჯერ მთავრობაში იქნება წარდგენილი და შემდეგ პარლამენტში, ამაზე გაიმართება სერიოზული დისკუსია, მსჯელობა, რომ არ მოხდეს რომელიმე დარგის გაფერმკრთალება ან იმ სსიპ-ის გაუქმება, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი და საჭიროა. ვფიქრობ, მაქსიმალურად ეს ყველაფერი მოხდება უმტკივნეულოდ", - განაცხადა ქანთარიამ.


დეპუტატი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები სწორედ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით იქნება ალბათ, უმტკივნეულო.


„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამან არ გამოიწვიოს ოჯახების აწიოკება და გაუბედურება", - განაცხადა ქანთარიამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner