logo_geo
eng_logo
თელავის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს
- +

14 ნოემბერი. 2017. 18:03



თელავის ახლად არჩეულ საკრებულოში პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს, რომელიც მანამდე თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. არჩილ თხლაშიძის კანდიდატურას მხარი 26 დეპუტატმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.


საკრებულოში სულ 20 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია, მათ შორის „ქართული ოცნებიდან"  - 27, „ნაციონალური მოძრაობიდან" - 5, „ევროპული საქართველოდან" - 2, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან" ერთი წევრი.


სხდომა გამგეობის შენობაში ჩატარდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner