logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს
- +

7 დეკემბერი. 2017. 14:57



„მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას - ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში აშშ-ის საელჩოს ქალაქ თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ.


რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, კვაჭანტირაძის აზრით, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, საქართველო პროცესებს არ უნდა ჩამორჩეს და მას მხარი უნდა დაუჭიროს.


„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა და ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა საკუთარი, ჩემი რწმენით, სამართლიანი დამოკიდებულება იერუსალიმის მიმართ, რომელიც ისტორიულად სამი წამყვანი რელიგიისთვის უმაღლესი საკრალური მნიშვნელობის ქალაქია. ტრამპმა განაცხადა გადაწყვეტილება საკუთარი საელჩოს იერუსალიმში გადასვლის შესახებ. შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხვდე ამ ამბავს, თუკი გესმის ებრაელი ხალხის ისტორია და თავს თვლი ამ ქვეყნის მეგობრად. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ესაა ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ. ამერიკის პრეზიდენტმა ეს შეძლო, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, თუ სათანადო საგარეო პოლიტიკური პირობები შეიქმნება და თუ პოლიტიკური პროცესები პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ განვითარდება, მაშინ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ პროცესებს და მას მხარი უნდა დაუჭიროს. ამასთან, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას, რა თქმა უნდა, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner