logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: შვედეთი გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ მხარდაჭერას გააძლიერებს
- +

7 დეკემბერი. 2017. 15:43



საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.


აღნიშნული განცხადება კახა კუჭავამ შვედეთში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სააგენტოს გენერალურ დირექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

„წლების განმავლობაში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოხარულები ვიყავით, გაგვეგო, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება. განსაკუთრებით, ვისაუბრეთ გარემოს დაცვის მიმართულებაზე, რომელიც SIDA-სთვის პრიორიტეტია და დავგეგმეთ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ამ კუთხით თანამშრომლობა. ძალიან ბევრი საკითხია, სადაც ჩვენ შეგვიძლია შვედეთის გამოცდილების გაზიარება და რაც ყველაზე მთავარია, მათი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო დაგვიდგნენ გვერდში და გრძელვადიანი ხედვების მიმართულებით მაქსიმალურად შედეგიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ საქართველოსთვის", - განაცხადა კუჭავამ. 


მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაკეთდა.


„საუბარი იყო სხვადასხვა მიმართულებაზე. ჩვენ წინ გვაქვს სატყეო რეფორმა, წყლის რეფორმა, სამთო რეფორმა - ყველა ის საკითხი, რომლებშიც ჩართვა SIDA-ს ძალიან აინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ გრძელვადიანი ხედვა ქვეყნისთვის და იმ სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ძალიან მდგრად განვითარებას გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით", - განაცხადა კახა კუჭავამ.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner