logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას...
- +

11 დეკემბერი. 2017. 15:25



თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მათი შენიშვნები გაზიარებული არ იქნა.


კალაძის თქმით, საერთოდ არ არის საინტერესო, ოპოზიციას რა მიდგომები აქვს.


„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პარტია „ქართულ ოცნებას" და იმ პროგრამას, რომელიც მქონდა წინასაარჩევნოდ წარდგენილი. შესაბამისად, მე განვახორციელებ ჩემს საარჩევნო პროგრამას და არა რომელიღაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის", - განაცხადა კალაძემ.


თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, რომ შესაძლებელი გახდა დედაქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 60 მილიონით გაზრდა.


„ეს თანხა ძირითადად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაციისთვის იმისთვის, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და მოცდის შუალედები შემცირდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner