logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს
- +

11 დეკემბერი. 2017. 15:25



თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების განცხადებებს ეხმაურება, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ საახალწლო განათებებს ნაწილები სცვივა.


„ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს და მიაღწიოს ახალ წლამდე. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი. შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner