logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარ არის
- +

11 დეკემბერი. 2017. 15:44



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარ არის.


„მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარ არის", - განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს.


„ექსტრადირების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს ჩვენთვის სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ ჭრილში განიხილება. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner