logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა
- +

11 დეკემბერი. 2017. 16:59



პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა.


„არის ოთხი რეკომენდაცია, რომელიც შემოთავაზებულია ვენეციის კომისიის მხრიდან და არსებითად, ამ ცვლილებების ასახვას ემსახურება მომზადებული კანონპროექტი. ჩვენთვის ზოგადად გაუგებარია ის, რომ ოპოზიცია ემიჯნება ამ პროცესს. ეს ის საკითხებია, რასაც ისინი თავად ითხოვდნენ - ხომ არის ბონუსი, ბლოკები და ასე შემდეგ, ეს არის მათ ინტერესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მგონია მიზანშეწონილი ბლოკების შენარჩუნება, ბონუსის გაუქმება, თუმცა არის პოლიტიკური კომპრომისი და ამ კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს ოპოზიცია. იგივე ვნახეთ ომბუდსმენთან დაკავშირებით - შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა: საპარლამენტო უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები იყვნენ უაღრესად კმაყოფილები კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციამ არც ამ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეს რეალურად იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციაში კონსენსუსის მიმართ არის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, მიუთითებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების განვითარების არცთუ მაღალ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური კულტურა არსებითად დაიხვეწება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner