logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო
- +

12 იანვარი. 2018. 15:13



„მე მივიღებ გადაწყვეტილებას, სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, ვის როგორ და რამდენი პრემია გამოვუწერო", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურება და დანამატი გაერთიანდება.


როგორც კახა კალაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, არასწორია.

 

„ეს ინფორმაცია არ არის სწორი. გთხოვთ, რომ დააზუსტოთ. მერიაში ხელფასების მატება არ ხდება. ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი - ცალკე, ზემოდან პრემია კიდევ - ცალკე. კანონის შესაბამისად, ხელფასი და დანამატი ერთიანდება. პრემიების გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება, რაც ნორმალურია. ეს ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაშია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად. შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს", - განაცხადა კალაძემ.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner