logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ტერორიზმი არის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი
- +

12 იანვარი. 2018. 15:39


 

„ეს არის ძალიან რთული თემა, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებს და შვილებს. ერთი ცალსახად შემიძლია ვთქვა, ეს ბაკქანალია, რაც პრესიდან, ე.წ არასამთავრობო სექტორიდან და დროში ჩარჩენილი პოლიტიკოსებიდან მოდის.  ეს არის სრული სიგიჟე. და უგუნურება. ყველას ვისაც საქმე არ აქვს და არ აქვს საკმარისი განათლება, ყველა ამ თემაშია ჩართული და არ ფიქრობენ რა შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას და ცალკეულ ადამიანებს. მე ვფიქრობ დიდი დაკვირვება მართებს ქართულ საზოგადოებას. ეს თემა არის XXI-ის ჭირი. ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ლაპარაკი მიდის უდიდეს საფრთხეზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოშიც მოიკიდოს ფეხი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


26 დეკემბერს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, უწყებამ ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა.


დაკავებულთაგან სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და 10 დეკემბერს გარდაიცვალა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner