logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: კანონპროექტი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს და არა - ზრდას!
- +

13 იანვარი. 2018. 10:15


 

„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას უნდა ემსახურებოდეს და არა - ზრდას", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მეცნიერებათა აკადემიაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობის შემდეგ განაცხადა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ღირს, რომ კანონპროექტისთვის მეტი დრო დაიხარჯოს.

 

„ჩვენ უნდა გადავხედოთ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ ის უნდა იყოს თანმიმდევრული, ადეკვატური და ეფექტური. ვფიქრობ, ღირს ამ კანონპროექტისთვის მეტი დრო დავხარჯოთ, რათა საზოგადოებაშიც იყოს აზრი შეჯერებული.

 

ვფიქრობ, პოზიციების შეჯერება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია, წარმოდგენილი კანონპროექტი არ შეიცავდეს რისკებს და ემსახურებოდეს ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას და არა პირიქით - გაზრდას.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება კონკრეტული ვადების დადგენა, იმდენი დროა საჭირო, რამდენიც კანონპროექტის დახვეწას დასჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner