logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიღებას გამართავს
- +

13 იანვარი. 2018. 19:45



ხვალ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში საზეიმო მიღებას გამართავს.


პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამოიფინება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები.


ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები, (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner