logo_geo
eng_logo
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი უახლოეს დღეებში მოიწვევს
- +

17 იანვარი. 2018. 23:05


 

„თეა წულუკიანის თქმით, მისასალმებელი იქნება, თუკი ნარკოპოლიტიკის შესახებ საკითხებზე მუშაობა, უწყებათაშორის იმ ფორმატს დაუბრუნდება, რომელიც ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობდა", - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კუნძულ ანტიგუადან შს მინისტრის იმ განცხადებას, სადაც გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევა სთხოვა.


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის თეა წულუკიანი უახლოეს დღეებში, კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე მოიწვევს.


ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით იუსტიციის მინისტრს შს მინისტრმა დღეს მიმართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა".


ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა.


საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner