logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვგმობთ ყირიმის ანექსიას და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს…
- +

17 იანვარი. 2018. 23:36


 

„საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევის წინაშე დგანან და ეს რუსეთის აგრესიაა", - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრიი პარუბიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საერთო გამოწვევებისა და მიზნების ფონზე საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

 

„კარგად გვახსოვს 2008 წელი, როდესაც ქართველო გვაფრთხილებდა ჩვენ, რომ საქართველოს შემდეგ შეიძლება იყოს უკრაინა და ეს ასეც მოხდა. დღეს ჩვენ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც აქვს საქართველოს ამ კუთხით და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვიცით, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით გარდა იმისა, რომ ვთანამშრომლობთ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას.

 

ჩვენ მარტში დაგეგმილი გვაქვს კიშინიოვში პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ასევე ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს მნიშვნელოვანია შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და საერთო მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი და ორივე ქვეყანა უნდა გაწევრიანდეს NATO-სა და ევროკავშირში.

 

„ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. მადლობას ვუხდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ ამ წლების განმავლობაში განუხრელად უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ჩვენც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ვგმობთ ყირიმის ანექსიას და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner