logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვის სამინისტრო, შეირაღებული ძალები რეფორმების სწორ გზაზე დგას
- +

13 თებერვალი. 2018. 14:01



„თავდაცვის სამინისტრო, შეირაღებული ძალები რეფორმების ძალიან სწორ გზაზე დგას, რასაც ზურგს უმაგრებს ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.


„მართლაც შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა მინისტრმა ლევან იზორიამ. უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში არსებობდა პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ძალიან სერიოზულ სირთულეს წარმოადგენდა თავისი რისკების გათვალისწინებით და მე მივესალმები იმას, რომ ფაქტობრივად, ყველა ეს ძირეული პრობლემა მოგვარებულია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით. რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სამინისტრო, შეირაღებული ძალები რეფორმების ძალიან სწორ გზაზე დგას, რასაც კიდევ ზურგს უმაგრებს ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა", - განაცხადა სესიაშვილმა.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner