logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ძალიან მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემა
- +

13 თებერვალი. 2018. 14:03



„თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემა", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ შესყიდვებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა როგორც დაკომპლექტების, ასევე წვრთნისა და აღჭურვის ნაწილში ითვალისწინებს ჩვენი შეიარაღებული ძალების NATO-ს შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვას. ამისათვის გამოყოფილია თანხები. პირველ რიგში, საუბარია კავშირგაბმულობის უსაფრთხო სისტემაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების პირობებში. საუბარია მსუბუქ შეიარაღებაზე, რომლის ნაწილი - ასეულობით ტყვიამფრქვევი მინისტრმა სიმბოლურად პირველი ბატალიონის მეთაურს გადასცა, რომელიც წვრთნებს ახალი ამერიკული ტყვიამფრქვევით გაივლის. წელს ჩვენ მივიღეთ ათასობით ამერიკული ტექნიკა - მსუბუქი შეიარაღება. სრულად დაკომპლექტებული ცხრა სამანევრო ბატალიონი, NATO-სთან თავსებადი აღჭურვილობით, მომავალი სამი წლის განმავლობაში გაივლის წვრთნებს", - განაცხადა ლევან იზორიამ.









 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner