logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება
- +

13 თებერვალი. 2018. 14:09



„საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილი იმ დასაბუთებით, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გააჩნია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.


კითხვაზე, მოითხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა".


რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად მოხდება მისი ექსტრადირება, ვოლსკის განცხადებით, მოლოდინებზე ლაპარაკი ვითარების შესაბამისი არ არის.

 

„მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ, დაველოდოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.


გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქართული მხარის აქტივობა ხშირ შემთხვევაში არ არის განმაპირობებელი იმ გადაწყვეტილების, რასაც სუვერენული ქვეყნა იღებს.


„უკვე 2006 წლიდან პირადად მე, ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდიოდა სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობდა და საკმაოდ ცუდი სურათი დაიხატა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა ჩვენთვის სამწუხარო შედეგებით. ეს არის სერიოზული შეფასება იმ მოქმედების და საქციელის, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არის კიდევ მეორე მხარე, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს წარმოგვიდგენს, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი ცხოვრების და პოპულიზმის რაღაც მწვერვალებზეა ასული, თუმცა ამის შედეგი, როგორც ვხედავთ, საკმაოდ დაბალია", - განაცხადა ვოლსკიმ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner