logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
- +

13 თებერვალი. 2018. 17:13

 


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა როზარია პულისის NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.


გიორგი კვირიკაშვილმა როზარია პულისის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღინიშნა, პროცესში ახალი დინამიკის აუცილებლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.


საუბრისას ხაზი გაესვა NATO-ს პროექტებს საქართველოში, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ხორციელდება და ამ ნაწილში, ქართული მხარის ეფექტურ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება.


როზარია პულისის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო და რა პროგრესი აქვს ქვეყანას NATO-სთან თანამშრომლობის პროცესში. საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა დაიგეგმება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner