logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პოლონელ ხალხს ერთ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებდი...
- +

14 თებერვალი. 2018. 12:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი მუქარით სავსე განცხადებებს შეიცავდა.

 

„როდესაც ვხედავდი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ქოჩრით როგორ მიათრევდნენ, როგორც ქართველი, შერცხვენილი ვიყავი არა უკრაინის მთავრობის გამო, რომელიც თავის საქმეს ავად თუ კარგად აკეთებს, არამედ სააკაშვილის გამო, რომელიც საკუთარი თავის პრობლემაც გახდა. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, რადგან, მას საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებენ.

 

რაც შეეხება ფაქტს, თუ რამდენად სამართლიანი იყო მისი უკრაინიდან დეპორტაცია, აღნიშნულს ვერ შევაფასებ, რადგანაც, ეს უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუმცა, კარგი იქნებოდა, უკრაინის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების რჩევები თავის დროზე გაეთვალისწინებინა. მათ, ქართული საზოგადოებისგან დაწუნებული სააკაშვილი როგორც დემოკრატიის შუქურა და ქვეყნის აღმშენებელი ისე მიიღეს, თუმცა, ხელში კი ავანტურისტი და ქვეყნის დამანგრეველი შერჩათ.

 

არ ვიცი, დგას თუ არა პოლონეთი რიგში და თუ ეს ასეა, პოლონელ ხალხს ერთ ბრძნულ გამონათქვამს შევახსენებდი - „ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს"

 

რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ გეგმებს, გეტყვით, რომ მას რასაც დაუკვეთავენ, იმას შეასრულებს. ვინ არის დამკვეთი? - ვისაც აწყობს დესტაბილიზაციას და არეულობა უკრაინასა და საქართველოში. ეს არ არის დასავლეთის სახელმწიფოები. სააკაშვილი რუპორია, რომელსაც კარგად იყენებენ. ასეთებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვისთვისაც რევოლუცია ერთადერთი გზაა საკუთარი მიზნების მისაღწევად. ბუნებრივია, ეს მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ კი პოლიტიკური წინდახედულობა და სიფრთხილე გვმართებს", -განაცხადა ხუნდაძემ.

 



 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner