logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი პრეზიდენტის შემოთავაზებას ელოდება
- +

14 თებერვალი. 2018. 14:28



პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას და თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის შემოთავაზებას ელოდება.


„ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner