logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე დავით ჭიჭინაძის განცხადებაზე: კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია
- +

14 თებერვალი. 2018. 15:25



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მაუწყებლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად შეცდომაში იყო შეყვანილი.


„კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. თუმცა, რაც შეეხება გუნდში შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner