logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, შედარებით სუსტია
- +

19 თებერვალი. 2018. 12:12


 


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.


„თქვენ მეკითხებით პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაზეც ვიკრიბებით. დღეს არა მარტო ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა. საკმაოდ კარგი არგუმენტები ჰქონდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მაგრამ ბოლო განხილვების დროს გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცდამაინც სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს და დღეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დეპუტატის განცხადებით, ზოგადი არგუმენტები პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებასთან დაკავშირებით სუსტია.


„ერთი დეპუტატი მამუკა მდინარაძე მოკლებულია შესაძლებლობას, წინასწარ გავაკეთო შეფასება, რადგან მე არ მინდა შევზღუდო ჩემი ფრაქციის წევრები წინასწარი პოზიციით, ამიტომ წინასწარ აზრს ვერ დავაფიქსირებ. ზოგადად არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, არის შედარებით სუსტი. მაგრამ როცა საუბრობენ მაგალითად იმაზე, რომ თუ 2012-2013 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი, აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი. ასეთივე არგუმენტები ხმოვანდება ბოლო დღეების განმავლობაში. ადამიანები პარლამენტში დადიან მხოლოდ და მხოლოდ მესიჯბოქსით და არა არგუმენტებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner