logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: ჩემს კოლეგებს ვურჩევდი...
- +

19 თებერვალი. 2018. 12:13



უმრავლესობის წევრი დეპუტატები ამ წუთებში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სხდომას მართავენ, სადაც „მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხს განიხილავენ.


„მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე როგორც ეკონომიკის კომიტეტზე, ასევე შემდგომში კენჭისყრის დროს. იმავე პოზიციაზე ვარ ახლაც, არანაირი მიზეზი არ მაქვს პოზიციის შეცვლის. ჩემი პოზიცია ეხება ორ თემას: ეს არის სტარტაპების საკითხი და „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დამატებითი რეკლამის მიცემის უფლება. ეს არის ის 2 საკითხი, რომელსაც არ ვეთახმებოდი და ახლაც არ ვეთანხმები. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს რაც შეეხება, ერთ პუნქტში დაემთხვა მისი მოსაზრება, მეორე პუნქტში არის განსხვავებული. მე ჩემი პოზიცია მაქვს. ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, ვიფიქროთ არა მხოლოდ დამატებით რეკლამის და ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც, თუ რა მიზანს ემსახურება, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" იქნება გამოყოფილი ამ კანონის მიხედვით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner