logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: დღეს არ დგას ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი
- +

19 თებერვალი. 2018. 12:49




„დღეს არ დგას ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მე მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე ვესაუბრე გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ", - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner