logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: თბილისის მერი მხოლოდ „სითი პარკის“ გაშვებაში არ ხედავს გამოსავალს, არამედ...
- +

13 მარტი. 2018. 14:11



„თბილისის მერის დღევანდელი განცხადება მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოცილებულია, არამედ იმიტომაც, რომ უკეთესი სერვისის შესახებ ნაფიქრია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

 

„საზოგადოებამ სწორედ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, რადგან გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო არა სუბიექტურობის გამო, არამედ სწორედ იმიტომ, რომ პარკირების სისტემა არაეფექტურად მუშაობდა თბილისში.

 

მნიშვნელოვანია, რომ მერს და ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას კარგად ესმით, რომ „სითი პარკის" ჰეგემონიის დასრულება არ არის საკმარისი პარკირების საკითხის მოწესრიგებისთვის, არამედ საჭიროა ეფექტური პოლიტიკა ამ სერვისის განვითარებისათვის და მისი ქალაქისა და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმით მიწოდება", - განაცხადა გაბუნიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner