logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძე: „სითი პარკი“ ორიენტირებული იყო მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებაზე
- +

13 მარტი. 2018. 17:09




პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება:


„კომპანია „სითი პარკი" წლების განმავლობაში არაჯეროვნად ასრულებდა კონტრაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და საჯარო ინტერესებს. სრულიად მოუწესრიგებელი იყო პარკირების სისტემა, კერძო კომპანია ორიენტირებული იყო მხოლოდ მოქალაქეების დაჯარიმებაზე, მათი არაკეთილსინდისიერი მიდგომები დისკომფორტს უქმნიდა თბილისელებს.

 

მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას, თბილისის ახალმა მერმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სამომავლოდ მაღალი სტანდარტების შესაბამისი, გაცილებით ეფექტური პარკირების მომსახურებით ისარგებლებს", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner