logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: „სითი პარკთან" დაკავშირებით ბევრი კითხვა და პრეტენზია მოსახლეობასაც გააჩნდა!
- +

13 მარტი. 2018. 22:34



ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის" თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


ენუქიძის განცხადებით, თბილისის მერმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება „სითი პარკთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით.



„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას" , - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის" თავმჯდომარე გოჩა ენუქიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner