logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: საპენსიო რეფორმა უალტერნატივო პროცესია!
- +

13 მარტი. 2018. 23:17


 

„საპენსიო რეფორმა არის უალტერნატივო პროცესი, მაგრამ უნდა იყოს უფრო მკაფიო ინდიკატორები", - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.


კაკულიას თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაიზომება ამ ფონდის წარმატებული საქმიანობა გრძელვადიან პერიოდში. უნდა განისაზღვროს სარგებლის შეფასების ინდიკატორი, რომელიც გაითვალისწინებს ინფლაციას, ფულის ღირებულებას იმ მომენტისთვის.

 

„მოქალაქე, რომელიც საპენსიო ფონდში საკუთარ ფულს ჩადებს, ამ ინდიკატორის მიხედვით შეძლებს განსაზღვროს, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა. გარდა ამისა, რაკი აქ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაგროვდება, რომელთა ინვესტირებაც ბაზარზე მოხდება, არასწორი განთავსების შემთხვევაში, ცხადია, ეს ბაზარს დააზიანებს. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს უფრო მეტად ეროვნული ბანკის როლი", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.


მისივე თქმით, საპენსიო ფონდები რისკის გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისკი უნდა იყოს გონივრული, გასაგები და მკაფიო, თუ რა არის ის გონივრული ელემენტი, რომელიც მოქალაქეს რისკზე წასვლის გამართლებას მისცემს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner