logo_geo
eng_logo
თედო ისაკაძე: კახა კალაძემ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა
- +

14 მარტი. 2018. 12:40



სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თედო ისაკაძის განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ კიდევ ერთი, თამამი ნაბიჯი გადადგა ქალაქის არტერიული შემადგენელის და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით.

 

„ბუნებრივია გაჩნდა კითხვები: ვინ გადაიბარებს საპარკინგე მეურნეობის ადმინისტრირებას? გაიზრდება თუ არა საჯარიმო ტარიფები? რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ეს ზოგადად სატრანსპორტო გარემოზე? მაგრამ, ამ ლეგიტიმური კითხვების პარალელურად, აშკარად იგრძნობა, რომ მოსახლეობა კეთილგანწყობით შეხვდა მერიის გადაწყვეტილებას.

 

სხვა, იურიდიული შინაარსის დარღვევებთან შედარებით, რომელიც ხსენებული კომპანიის საქმიანობას პერმანენტულად ახლდა, უფრო მნიშვნელოვანი და მოქალაქეებისათვის გაცილებით სენსიტიური იყო უსამართლობის შეგრძნება, რომელსაც ხსენებული კომპანიის ბიზნეს-პოლიტიკა იწვევდა.

 

„სითი პარკი", მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, იქცა არა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისათვის სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული, არამედ ჯარიმებზე და დარიცხულ საურავებზე აწყობილი ბიზნეს სუბიექტი და შესაბამისად, ქვეყნის დედაქალაქში შექმნა აუტანელი ურბანული დისკომფორტი.

 

ეს გახლავთ თავი და თავი მთელი ამ ისტორიისა.

 

კიდევ ერთხელ მივესალმები კახი კალაძის მოქალაქეობრივ გამბედაობას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში!", - განაცხადა თედო ისაკაძემ.


თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელშეკრულება გაწყვიტა კომპანია „სითი პარკთან".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner