logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95%, ფაქტობრივად, შეთანხმებულია
- +

14 მარტი. 2018. 13:18



პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95% ფაქტობრივად, შეთანხმებულია.

 

„მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთ რეზოლუციას. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არ მგონია წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ტექსტის უდიდეს ნაწილზე, 95%-ზე ფაქტობრივად, შეთანხმებული ვართ და სულისკვეთება არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


კითხვაზე, პირადად ის ემხრობა თუ არა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, სესიაშვილი პასუხობს, რომ მას აქვს არგუმენტები, რომელზეც შეიძლება მსჯელობა სესიის ფორმატში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner