logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდი ისეთივე ფორმატში ჩატარდება, როგორც აქამდე
- +

14 მარტი. 2018. 13:43



საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდი ისეთივე ფორმატში ჩატარდება, როგორც აქამდე.


„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები იმართება 2008 წლის შემდეგ, უკვე 42 რაუნდი გაიმართა. ჩვენ სამწუხაროდ, ამ რაუნდების ფარგლებში რაიმე კონკრეტული შედეგი არ გვაქვს. საქართველოს მიდგომა რჩება კონსტრუქციული და ორიენტირებულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ სწორედ ამ პრინციპით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მონაწილეობას. ჩვენი მიდგომა უკავშირდება იმას, რომ მოიძებნოს ამ რთული ჩიხური მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის გზები და თუ ამისთვის საჭიროა, უფრო მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა და ჩვენ ვთვლით, რომ მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზაობას გამოვთქვამთ. ეს არ გულისხმობს, რომ შემდეგ რაუნდზე, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ჟენევაში - არა, რა თქმა უნდა. ჟენევაში შემდეგი რაუნდი ჩატარდება ისეთივე ფორმატში, რა ფორმატშიც აქამდე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ამ და შემდეგ რაუნდებზე შეიქმნას იმის საფუძველი, რომ გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ", - განაცხადა ჯანელიძემ.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მხრიდან გამოხატულია მზაობა ჟენევის დისკუსიებში უფრო მაღალი დონის მონაწილეობის შესახებ.


„დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ჟენევაში იქნება ორიენტირებული, რომ კონსტრუქციული ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა. ამისათვის საჭიროა მეორე მხრიდანაც იყოს მზაობა, რათა გადავდგათ ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები მოითხოვს უფრო მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის გამოხატული", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner