logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერის მიმართვა რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველი რეალური მცდელობაა
- +

14 მარტი. 2018. 15:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და რუსეთის საგარეო უწყების წერილობით მიმოწერას ეხმაურება.


დეპუტატი არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებებს, რომ ხელისუფლება ამ ქმედებით დაკნინდა.


„როდესაც ხელისუფლების ქმედება უმთავრეს მიზანს - ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, შესაძლოა საკუთარ პიარზე ზრუნვა მისთვის უმნიშვნელო იყოს, მითუმეტეს, თუკი ეს მხოლოდ ფასადურ პოლიტიკას ემსახურება და არა შინაარსობრივს. რუსეთის პასუხი საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე არ მომწონს, ეს არ იყო სწორი და არსებითი პოლიტიკური მესიჯებით სავსე, თუმცა, პრემიერის მიმართვა რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველი რეალური მცდელობაა და არ ვთვლი, რომ ეს მცდელობა ფუჭია. არც იმას ველოდი, რომ რუსეთი საკუთარ ოკუპანტობას აღიარებდა, ეს ბრიყვული პოლიტიკური ფიქრია. ჩვენ რეალურად ვაანალიზებთ რუსეთის ძალისმიერ პოლიტიკას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიოს მასშტაბით. ის არის ჩვენი ახლო მეზობელი და მათი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი გონიერება მათთან გვმართებს. ასეთივე გონიერება და წინდახედულება მართებთ აფხაზებსა და ოსებს. ეს მათსავე ინტერესებში უნდა შედიოდეს. მაშინ, როდესაც თავად დასავლეთი მოგვიწოდებს, რომ აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი? რატომ გვგონია, რომ ეს გვაშორებს NATO-სა და ევროკავშირს? საქართველოს საგარეო უცვლელია და ის გადახედვას არ ექვემდებარება. დღეს მსოფლიოს სხვა პოლიტიკურ რეალობაში უწევს ცხოვრება. ჩვენი ქმედებაც და სტრატეგიაც ამ რეალობას უნდა ასახავდეს. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე პარლამენტმა უნდა მიიღოს გააზრებული და პრინციპული რეზოლუცია, რომელიც მხოლოდ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებით გაიზომება",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner