logo_geo
eng_logo
იან კელი: რუსული პროპაგანდის მხრივ, საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები
- +

14 მარტი. 2018. 16:28

 

„რუსული პროპაგანდის მხრივ, საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ facebook-ში ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

 

იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად.

 

„ვფიქრობ, ყველა ევროატლანტიკური ქვეყანა და რა თქმა უნდა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ამ კატეგორიაში ვთვლი, იბრძვის რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს შეასუსტოს ჩვენი სისტემა.

 

ჩვენ, აშშ-ში პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ. საქართველო არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორც მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რადგან იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უფრო დიდია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოყო გარკვეული თანხა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. რაც შეეხება საქართველოს, დიახ, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ეს ნეგატიური ტყუილები ჩანაცვლდეს პოზიტიური სიმართლით.

 

მიმაჩნია, რომ ძირითადი მიზანი, რასაც რუსული პროპაგანდა ემსახურება, არის ის, რომ ქართულ მოსახლეობას იმედი დააკარგვინოს და უარი ათქმევინოს ევროინტეგრაციაზე.

 

ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ბრძოლა ამის წინააღმდეგ არის სტრატეგიული კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ არის სასიკეთო საქართველოსთვის ევროინტეგრაცია. ჩვენ გამოვუყავით გრანტი საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ განვითარდეს სტრატეგიული კომუნიკაცია“, – განაცხადა იან კელიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner