logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის რეზოლუცია იქნება პოზიტიური
- +

22 მარტი. 2018. 13:01



„დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის რეზოლუცია იქნება პოზიტიური", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.


ქუმსიშვილმა ასევე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გუშინ პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.


„ამასთან დაკავშირებით გუშინდელი განცხადება იყო ძალიან დროული და ქმედითი. მე სრულად მხარს ვუჭერ პარლამენტის განცხადებას. რაც შეეხება ევროკავშირის რეზოლუციას, მოდით ვნახოთ რა ეწერება შიგნით და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პოზიტიური", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner