logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: რეზოლუციის ტექსტში არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ...
- +

22 მარტი. 2018. 17:05



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს. ოხანაშვილის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმ მიმართულებით, რომ ტატუნაშვილის საქმეზე უნდა მოხდეს ობიექტური გამოძიება და ეს უნდა უზრუნველყოს ჩვენმა ქვეყანამ.


„ჩვენ, როდესაც მივიღეთ რეზოლუცია, დავაფიქსირეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. რეზოლუციის ტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმ მიმართულებით, რომ საქმეზე უნდა მოხდეს ობიექტური გამოძიება და ეს უნდა უზრუნველყოს ჩვენმა ქვეყანამ.

 

ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესი, რომ სწორედ ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ჩართულობით. მე ვფიქრობ, ჩვენ ჯერ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენი შესაბამისი ორგანოების საშუალებით განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, ყველა სხვა დამატებით ღონისძიებაზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner