logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ბელარუსს შორის მიმოსვლა უვიზოდ იქნება შესაძლებელი
- +

22 მარტი. 2018. 17:56



საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ასევე ხელი მოეწერა სულ 11 შეთანხმებას სხვადასხვა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობების შესახებ.


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოქალაქეთა უვიზოდ მიმოსვლის შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს საქართველოსა და ბელარუსს შორის.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner