logo_geo
eng_logo
თურქეთი NATO-ში საქართველოს შესვლას მიესალმება
- +

16 აპრილი. 2018. 16:48

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი NATO-ს გაფართოებას უჭერს მხარს. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„თურქეთი NATO-ს გაფართოებას უჭერს მხარს. საქართველო, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მაკედონიის ალიანსში შესვლასთან დაკავშირებულ ნაბიჯებს მივესალმებით“,- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საკითხი NATO-ს სამიტზე იქნება განხილული.

 

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner