logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება
- +

17 აპრილი. 2018. 12:03

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილებებს გაუაზრებლად იღებს და საზოგადოებამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.

 

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სწორედ პრეზიდენტის გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგების გადაფარვას ცდილობს მისი ადმინისტრაცია, როცა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობად ფორმირებაზე საუბრობს.

 

„პრეზიდენტი იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს და ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების გადაფარვას ცდილობენ, როცა ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იქმნება. საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner