logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ...
- +

17 აპრილი. 2018. 12:35

 

 

„კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ლეგიტიმურად ჩნდება.

 

„კარგი იქნებოდა, კომისიასაც და პრეზიდენტსაც ისე ემუშავათ შეწყალების კუთხით, რომ მათი სტანდარტი და მიდგომა გასაგები გამხდარიყო, რომ ეს არ ყოფილიყო სუბიექტური, შინაგანი რწმენის საფუძველზე გაკეთებული და უფრო მეტად ყოფილიყო დასაბუთებული“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

მისი თქმით, მსგავსი დასაბუთება შეწყალების ყველა აქტს უნდა ერთვოდეს.

 

„თუ ასეთი დასაბუთება დაერთვებოდა შეწყალების ყველა აქტს, მაშინ უფრო იოლი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის იმის ახსნა, რატომ ხდებოდა ერთი ადამიანის შეწყალება და არა იმავე კრიტერიუმების მქონე, ან შეიძლება იმ პირის შეწყალება, ვინც მეტად იმსახურებდა ამას“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner