logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ახლა ამ შეცდომის გადაფარვას ცდილობენ
- +

17 აპრილი. 2018. 13:46

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ პატიმართა შეწყალებისას შეცდომა დაუშვეს და ახლა ამის გადაფარვას ცდილობენ.

 

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი აბაშიშვილის შეფასება აბსურდია.

 

„კარგია, თუ „ევროპული საქართველო“ ამჯერად საღ აზრზე დადგა. ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ რაღაც საკითხებზე აზრთა თანხვედრა იმას არ ნიშნავს, რომ ნაბიჯებს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვდგამთ. ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმისთვის აკეთებს, რომ სამწუხარო ფაქტი გადაფაროს. ადამიანს შეცდომის აღიარება ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე უნდა შეეძლოს. შეცდომა დაუშვეს და ამის გადაფარვა იმით უნდათ, თითქოს, ჩვენ და „ევროპული საქართველო“ ერთ პლატფორმაზე ვართ“, – განაცხადა კილაძემ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner