logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აშშ-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ
- +

21 აპრილი. 2018. 20:46

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს დადებითად აფასებს. ვოლსკის თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით ვითარება გაუმჯობესებულია

 

„მსგავსი ანგარიშები პოლიტიკური ძალების განსჯის საგანი ხდება. ჩვენ ამ მოხსენებას აღვიქვამთ საქმიანად. ჩვენ ამ ანგარიშში კრიტიკაც კარგად დავინახეთ შრომითი უფლებების, შშმ პირების ადაპტაციის, სასამართლოს საკითხებზე.

 

ჩვენი ურთიერთობა ამერიკულ მხარესთან არის ინტენსიური. აშშ-ს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს ეფუძნება საქართველოში პრესის, სასამართლოს თავისუფლებას, ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობას... ცხადია, არსებობს ცალკეული შენიშვნები, მაგრამ ამ შენიშვნებშიც აღნიშნულია, რომ ამაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციები და ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მან ასევე მედიაპლურალიზმზეც ისაუბრა და თქვა, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია და დღეს ხელისუფლება მედიას არ აიძულებს, „საქებარი" სიუჟეტები მოამზადონ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner