logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ბილ გეითსს შეხვდა
- +

22 აპრილი. 2018. 10:41

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ბილ გეითსს შეხვდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ვაშინგტონიდან იუწყება.

 

შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში გამართული ვახშმის ფარგლებში შედგა, რომლის მასპინძელიც „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი იყო.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბილ გეითსს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

 

დახურული ვახშმის სხვა დეტალები, რომელსაც ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩასული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, არ ხმაურდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner