logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: აშშ-მ კახი კახიშვილის უწყების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა!
- +

22 აპრილი. 2018. 14:11

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში მიმდინარე პროცესების სისტემატურ მონიტორინგს და დაკვირვებას ახორციელებს“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

 

„ჩვენს ყოველწლიურ დასკვნებში ხაზგასმულია ის დიდი პროგრესი და მიღწევები, რომელიც პენიტენციალურმა სისტემამ განიცადა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამინისტროს კახი კახიშვილი ჩაუდგა სათავეში. სწორედ მისი აქტიური მუშაობის შედეგად მოხერხდა ყველაზე ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებამდე აყვანა. ჩვენი შეფასებების და კვლევების სისწორე ამ დღეებში ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მაც აღიარა.

 

„მთავარ მიღწევად პენიტენციური სისტემის საზოგადოებისთვის და მედიისთვის გახსნილობა იქნა მიჩნეული როგორც საერთაშორისო ციხის მონიტორინგის ორგანიზაციისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორებისთვის. ხაზგასმით აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატისთვის, დაგეგმილი და დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელების უფლება და ფოტოგადაღება – ის, რასაც წლებია ითხოვდა სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დამცველი. ყოველივე არ გამოპარვია აშშ-ის ადმინისტრაციასაც და სათანადოდ აღინიშნა კიდეც მოხსენებაში.

 

მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის მიმართულებითაც რომ გამოსწორდა სიტუაცია, აშშ-ის ადმინისტრაციამ მოხსენებაში ამაზეც ყურადღება გაამახვილა: „2016-2017 წლების განმავლობაში ციხეში პატიმრის უფლებების დარღვევაზე პროკურატურისთვის არც კი მიუმართავს სახალხო დამცველის აპარატს.“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია მსჯავრდებულებისთვის, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის დრო და ჩატარდა მთელი რიგი რეფორმებისა.

 

სასიამოვნოა, როცა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წლებია დადებით შეფასებას აძლევს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას, იმ სამინისტროს მუშაობას, სადაც წარსულში ბევრი ხელისუფლება ვერ ახერხებდა სიტუაციის მოგვარებას. კარგია, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა და აშშ-მ კახი კახიშვილის უწყების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner